საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე
2025 წლის 6 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯეველი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენლები: ბორისლავა მირჩევა და ბილალ ტაბტი ეწვივნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს.
სტუმრები მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. შეხვედრას ესწრებოდა ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი კოვზანაძე. მასპინძლებმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, დაათვალიერებინეს ფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა.
შეხვედრის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა, სტუდენტებისა და პროფესო-მასწავლებლებისათვის გამართეს საჯარო ლექცია, თემაზე: „ეკონომიკის მდგრადობა მაღალი გაურკვევლობის პერიოდში: შენარჩუნდება?“. ლექციამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა და დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.




